დღევანდელი დღე იყო ბოლო და ძალიან საინტერესო- ჩავაბარე ჩემი ნაშრომი,შემიმოწმა ტრენენმა ჩემი ბლოგი,შევიტანე კორექტირება და ავტვირთე რაც მაკლდა. ვფიქრობ ეს შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული,ვისწავლე პროექტის მომზადებასთან ერთად მისი საინტერესოდ გადაჭრის გზები,პროექტის მსვლელობისას მოვირგე მოსწავლის როლი და შევასრულე მოცემული დავალება რაც ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთულიც აღმოჩნდა,მოვარგე ნაშრომს შეფასების რუბრიკა -რაც ვფიქრობ არ იყო იოლი მოსამზადებლად.
დასასრულს მინდა დავამატო -ეს შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი ,მადლობა გვგანცას კარგი მუშაობისთვის.
Saturday, October 14, 2017
Sunday, October 8, 2017
დღე 8
დღევანდელი თემა იყო რეფლექსია- მისი გამოყენება,
მოცემულ მოდულში განვიხილე როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელე, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩემი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
მოცემულ მოდულში განვიხილე როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელე, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩემი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
- როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში,
- როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
- ვისწავლე ბლოგზე ბმულების ჩაშენება,
- დღე იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული.
Saturday, October 7, 2017
დღე 7
დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო, შრომატევადი და პროდუქტიული, და გავიგე -არსებოს დიფერენცირებული სწავლების 4 მეთოდი
- შინაარსი—გაითვალისწინეთ, რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რომ ისწავლონ, ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
- პროცესი— შესთავაზეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
- პროდუქტები—შესაძლებლობა მიეცით მოსწავლეებს, ივარჯიშონ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ ის სხვადასხვა მიმართულებით.
- სასწავლო გარემო—შექმენით მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ასწავლეთ ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.
Subscribe to:
Posts (Atom)